logo_geo
eng_logo
დათო ახრახაძე: ელისტრახო სააკაშვილის ნამდვილი ანარეკლია!
- +

5 ივნისი. 2017. 19:46



ტეროტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანმა დათო ახრახაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძისა და მისი ქმრის, პოლიციელ გია ხარშილაძის მხრიდან არსებულ მუქარებზე ისაუბრა.


„ელისტრახო სააკაშვილის ნამდვილი ანარეკლია! მოქალაქეების მიმართ ბრალდებებს სააკაშვილიც ზუსტად მისნაირად ჩმახავდა, უდანაშაულო ადამიანებს ჯაშუშობას, ტერაქტებისა და შეიარაღებული გადატრიალების მომზადებას აბრალებდა. მერე მათ ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიდნენ, ციხეში კი აწამებდნენ და კლავდნენ! ელისტრახომ სააკაშვილის შინაგანი სამყაროს სრული ლუსტრაცია მოახდინა!

 

ელისო კილაძეს და მის ქმარს ეგონათ, ასეთ რაღაცებს რომ დამაბრალებდნენ, შარში გამხვევდნენ და გავჩუმდებოდი! რომ არ გავჩუმდი და უზნეო ცილისწამების გამო პასუხი გავეცი, მერე პოლიციელი ქმარი მომიქსია - რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ მომსვლელი არ იყო და არაფრის თავი არა აქვთ. მაგრამ ბოლო მომენტამდე ცდილობდა ჩემს დაშინებას! დაე, მოვიდეს! ნებისმიერ დროს, თუნდაც, გაუფრთხილებლად, სადაც სურს, იქ დამხვდეს! მე ქმარს აქამდე არ შევხებივარ. დარწმუნებული ვარ, არც მას სურდა, მაგრამ ელისტრახომ შარში გახვია - ჩემი ნომერი აკრიფა და ხელში ძალისძალად მიაჩეჩა! კაცი შეხვედრაზე შემითანხმდა და დაიკარგა! ჯერ ცოლმა წააქეზა, მერე იმავე ცოლმა აღარ გამუშვა!

 

ელისტრახოს ქმარი არაფერს წყვეტს, ოჯახში არ ეთქმის სიტყვა და ელისტრახოს უზნეობებზე პასუხისმგებლობასაც არ იღებს! ეს ყოველივე ჩემს გამო სულაც არ ხდება! სინამდვილეში, ელისტრახომ სააკაშვილი უნდა დაარწმუნოს, რომ იმ ბინძურ ფულს ამაოდ არ აძლევს! უნდა შექმნას ილუზია, რომ სააკაშვილი ეს-ესაა, ხელისუფლებაში დაბრუნდება და ყველა იმ ადამიანზე შურისძიებას შეძლებს, ვინც ამ ჯალათების ძალაუფლებიდან ჩამოშორებისთვის ვიბრძოდით!

 

ვიდრე ელისტრახოს უცხოეთიდან შავი ფულით აფინანსებენ, ლაფის სროლა არ შეწყდება! არ არსებობს მორალური ნორმა, რომელიც ამ სრულიად უზნეო არსებას შეაჩერებს, მაგრამ დაფინანსების შეწყვეტისთანავე, მისი ძალისხმევაც დაცხრება!" - განაცხადა დათო ახრახაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner