„პუტინმა სომხეთი და აზერბაიჯანი შეარიგა"- ამ სათაურით აქვეყნებს ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს. როგორც წყარო წერს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძალისხმევით ორ მხარეს, აზერბაჯანსა და სომხეთში შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
არაღიარებული მთიანი ყარაბღის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება მიიღეს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მზადდება სამშვიდობო შეთანხმების პროექტი.
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანული მხარეც იტყობინება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა სომხურ მხარესთან შეთანხმებით მოხდა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით ადამიანი.
http://www.newsli.ru/news/ussr/politika/21334