logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ნებისმიერი შეფასებითი კატეგორიით სარგებლობა ჟურნალისტის საქმესთან არის სპეკულაცია
- +

5 ივნისი. 2017. 21:15


 

„თუკი ლეგიტიმური შეკითხვები დარჩება გამოძიების შემდეგ ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ სხვა ფორმატზეც გადავიდეთ" , -ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ზაზა გაბუნიამ „tvპირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. გაბუნიამ ყურადღება კონსტიტუციური ორგანოების  მნიშვნელობაზე გაამახვილა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ კომენტარებს მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მცდელობად თვლის.


„თუკი დარჩება შეკითხვები გამოძიების შემდეგ მე მზად ვარ პარლამენტში ხელი შევუწყო ამ თემაზე მუშაობას. ნებისმიერი შეფასებითი კატეგორიით სარგებლობა ჟურნალისტის საქმესთან არის სპეკულაცია. სხვა ფორმატში ამ საკითხზე გადასვლა მიზანშეწონილია მას შემდეგ, რაც გამოძიება დადებს შედეგს. საპარლამენტო ფორმატი ლეგიტიმური და საჭირო ხდება, მას შემდეგ როცა გამოძი8ება ვერ დებს რეალურ დასკვნას, რასაც მე გამოვრიცხავ. ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მცდელობას ჰგავს" , -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner