„ყველა ნაბიჯი მიმართულია იქით, რომ სოსო ოსურაული დაბრუნდეს სამშობლოში" , -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა.დვალი კონგოში გაუჩინარებულ იოსებ ოსურაულთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ დიალოგებზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ოსურაულის დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები დიალოგის რეჟიმში იმ წუთიდან მიმდინარეობს, რაც მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
„არასდროს ამ პროცესში ჩვენთან ვის ხელშიც იმყოფებოდა ოსურაული არასდროს არ დამდგარა გამოსასყიდზე ლაპარაკით თემა,. ჩვენ ჩვენი მოქალაქით არავის ვევაჭრებით და არც არავის უკადრებია. ჩემთვის ეს , როგორც საქართველოს ელჩისთვის არასდროს ყოფილა ცნობილი. რაც გავიგეთ, რომ ოსურაული ტყვედ არის იმ დღიდან დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა" , -განაცხადა ბექა დვალმა.