საუდის არაბეთის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრომ დრეს ყატარის თანამგზავრული ტელეარხის, „ალ-ჯაზირას" დახურვის გადაწყვეტილება მიღო და მას სამეფოში მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა.
„აღნიშნული ნაბიჯი მიღებულია მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა" ტერორისტული დაჯგუფებების გეგმებს აშუქებდა. ტელეკომპანიამ ზიანი მიაყენა საუდის არაბეთის სამეფოს სუვერენიტეტს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.