logo_geo
eng_logo
უჯარმის ციხე-ქალაქის კოშკის რეაბილიტაცია იწყება!
- +

5 ივნისი. 2017. 21:35


როგორც „მოამბეს" კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული ისტორიული ციხე-ქალაქის ყველაზე დაზიანებული კოშკის აღსადგენად პროექტი უკვე დასრულების პირასაა და მალე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მინისტრის განცხადებით, ეს არის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ციხის გალავნის ფრაგმენტი. გარდა ამისა, გიორგაძის ინფორმაციით, სრულდება მთელი კომპლექსის პროექტიც, რომელიც 107 მილიონი ლარი დაჯდება.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია და არქეოლოგიური შესწავლა , ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკვე შეეცვალა სახურავი. უჯარმის ჯვარიპატიოსანის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტში დონორი ორგანიზაციების სტატუსით მსოფლიო ბანკი და მუნიციპალური განვითარების ფონდები არიან ჩართული.


მინისტრის განცხადებით, ტურისტული ნაკადი როგორც უჯარმის ციხეზე, მთლიანად კახეთის რეგიონში გაიზარდა და ისტორიული-კულტურული ძეგლები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner