„მე პირადად საქართველოს ელჩი მოწოდებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქე დავიცვათ" , -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა. დვალი ოსურაულთან დაკავშირებით თვლის, რომ სახელმწიფოც და საზოგადოებაც ერთ პოზიციაზე უნდა იდგეს და განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა არსებობდეს. ბექა დვალის ინფორმაციით მიღებული ინფორმაციით იოსებ ოსურაულის ვიდეო, რომელიც გავრცელდა 3 თვის წინაა ჩაწერილი, მისივე განცხადებით პირველწყაროს ინფორმაციით თავდაპირველად ოსურაულის გაუჩინარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპოვებული მასალების ვერიფიცირება.
„პირველწყაროდან გავიგეთ, რომ მოხდა შეტაკევბა და შეტაკებების შედეგად დაიკარგა კვალი,ეს საბოლოო ინფორმაცია არ არის ამას ვადგენთ „წითელი ჯვრის" და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების მიერ, ჩვენ ვაკეთებთ ინფორმაციის ვერიფიცირებას, ეს ინფორმაციები მოდის იქიდან ვის ხელშიც იმყოფებოდა ეს ადამ იანი. იოსებ ოსურაული ჩვენთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც მისი ოჯახისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ მისი სიცოცხლის დამადასტურებელი ინფორმაცია, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ" , -განაცხადა ბექა დვალმა.