BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის ტერაქტის შემსრულებელი ორი პირის ვინაობა ცნობილია. ჯერ უცნობია მესამე პირის ვინაობა, რომელიც ტერაქტის განხორციელებაშია ეჭვმიტანილი. ტერაქტი ხურამ შაზად ბატმა და რახიდ რედუანმა განახორციელა. პოლიცია ფოტოებსაც ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის ხიდთან (London Bridge) 3 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ავტომობილიდან დანით შეიარაღებული სამი პირი გადმოვიდა, რომლებიც „ბორო მარკეტის" (Borough Market) ტერიტორიაზე მოქალაქეებს თავს დაესხნენ. სამივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 48 ადამიანი.