პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით კოალიციამ ერთიანად შეძლოა საქართველოში ცვლილებები განეხორციელებინა.
„ბიძინა ივანიშვილის პროექტის თავგამოდებული მხარდამჭერები ჩვენ, ყველანი ვიყავით. ის, რაც გაკეთდა, წვლილი ყველას გვაქვს. მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც დღემდე მოხდა.
შესაძლოა, კოლეგებთან ერთად შეცდომები დავუშვით. ან, გარკვეულ საკითხებში, მცდელობის მიუხედავად, შეცდომები ვერ ავიცილეთ, მაგრამ ამომრჩეველთან პატიოსნები ვიქნებით. ხელისუფლებაში მყოფი ძალების მიმართ მოსახლეობას მეტი კითხვა ექნება და ამ კითხვების მისაღებად მზად ვართ." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.