logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ყველა ქვეყანაში ხდება მსგავსი მოვლენები და გამოძიებას, რომ დრო სჭირდება ყველა აღიარებს
- +

6 ივნისი. 2017. 00:41


„ელჩებმა, რომლებიც ამ საქმის ირგვლივ ინტერესს იჩენენ იციან, რომ მსგავსი რამ მათ ქვეყანაშიც ხდება და იმაზე მეტი არ უნდა მოითხოვონ, რაც მათ ქვეყანაში" , -ამის შესახებ „შაზოგადოებრივი მაუწყებლის"  ეთერში „ქართული ოცნების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განცხადა. გოგიჩაიშვილს მიაჩნია, რომ გამოძიებას გონივრული პერიოდი უნდა მიეცეს, ის საქმის ძიების დროში გაჭიანურებას გამორიცხავს.


„ყველა ქვეყანაში ხდება მსგავსი მოვლენები და გამოძიებას, რომ დრო  სჭირდება ამას ყველა აღიარებს. ჩემი მხრიდან რთული კონკრეტული ვადის თქმა თუ როდის დასრულდება ძიება, მაგრამ ერთი რის თქმაც შემიძლია მსგავსი საკითხები 2-3 დღეში ვერ იქნება გამოძიებული, თუმცა ეს საქმე, რომ ერთი და ორი წელი არ გაგრძელდება კარგად ვიცით, ხშირად საჯარო პროცესი რაღაცეებს ხელს უშლის" , -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner