logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა
- +

6 ივნისი. 2017. 10:16



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,    ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.პ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში  დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 56 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა" და 1,8876 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო"  ამოიღეს.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის  მე-2 და მე-3  ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner