logo_geo
eng_logo
„ეს უნდა გააცნობიერონ კოლეგებმა „ქართული ოცნებიდან”, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მადლი მხოლოდ მათზე გადავიდა...
- +

6 აპრილი. 2016. 00:39



პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით წინასაარჩევნოდ მას ოპტიმისტური განწყობა აქვს. როგორც უსუფაშვილმა გადაცემაში 2030 განაცხადა, მოსახლეობას ძველი პოლიტიკური სტანდარტები აღარ აკმაყოფილებს, ამიტომ ყველა პარტიამ ახალი შემართებით უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა.


„ბარიერის გადალახვას 80 ათასი ხმა სჭირდება. განწყობა ოპტიმისტური მაქვს, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებული არ ვარ. იმ ვითარებაში, როცა 4 წლის განმავლობაში კოალიციურ რეჟიმში, „ქართული ოცნების" ქუდქვეშ ვიყავით და პარტიული პროპაგანდა არ გვიწარმოებია, ლელოს გატანა ძალიან დიდ კონკურენციაში მოგვიწევს. ვითარება მარტივი არ არის. არა მხოლოდ იმის გამო, ქართველი ხალხი "რესპუბლიკურ პარტიაში" ვის და რას ხედავს, არამედ იმიტომაც, რომ მომავალი არჩევნები თვისობრივად განსხვავებული იქნება.

 

ამომრჩეველი იქნება უპრეცედენტოდ მომთხოვნი, რაც ბოლო წლებში მიღწეულმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ მოიტანა. ის აღარც ადმინისტრაციული რესურსის პრესის ქვეშ იქნება და ვერც პოპულარული ლიდერებით მოიხიბლება. თავისუფალი მედიის პირობებში, მოსახლეობა გაცილებით მეტადაა ინფორმირებული და შესაბამისად, საკუთარი აზრიც ჩამოყალიბებული აქვს. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს, მათ შორის, ჩვენმა კოლეგებმა "ქართული ოცნებიდან", რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მადლი მხოლოდ მათზე გადავიდა და არჩევნებში გასამარჯვებლად ეს საკმარისი იქნება." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner