logo_geo
eng_logo
უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- +

6 ივნისი. 2017. 10:25



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის ნაწარმის  აქციზური მარკის გარეშე  გადაზიდვის ფაქტზე,  საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი  „Marlboro".


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 8 წლამდე ვადით.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner