ქუთაისის მერიაში თანამშრომლებს მესამე ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი წარუდგინეს.
მერის მოადგილის შტატი ქუთაისის საკრებულომ გასულ კვირას სხდომაზე დაამტკიცა.
გრიგოლ დალაქიშვილი წლების მანძილზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა, ბოლოს კი პარტია „ქართული ოცნების" იმერეთის რეგიონის კოორდინატორი იყო.