ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული თორმეტივე პირი გაათავისუფლეს.
3 ივნისს ბრიტანეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო 7 ქალი და 5 კაცი იყო დაკავებული.
ლონდონის ხიდზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმათა სერიას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე დაიჭრა. ტერაქტის შედეგად 4 პოლიციელიც დაშავდა.
სამართალდამცველებმა 3 ეჭვმიტანილი პირი მოკლეს. ერთ-ერთ მოკლულს ცოლი და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.