„ის ამოცანები, რამაც ერთად დაგვაყენა, დღევანდელი მდგომარეობისგან სრულიად განსხვავებული იყო."- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაცემაში 2030.
პარლამენტის ტავმჯდომარის განცხადებით კოალიციამ მისი შექმნის მიზანი სრულიად გაამართლა.
„მე კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში პირველად, მრავალპარტიულმა კოალიციამ 3,5 წელიწადი გაძლო. ასეთი რამ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. აქამდე, ყოველთვის ერთ ადამიანზე აწყობილი, მონოლითური, ერთპარტიული სისტემა არსებობდა. აქ კი, სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანებმა ქვეყნის წინ წაყვანა მოვახერხეთ. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ რესპუბლიკელებს ხელი რომ არ შეეშალათ, უფრო წინ იქნებოდნენ. მე კი ვფიქრობ, რომ კოალიციაში მეტნი რომ ვყოფილიყავით, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა. ამაზე ორივე უნდა შევთანხმდეთ - ჩვენ რომ ერთად არ ვყოფილიყავით, ახლა იქ მიხეილ სააკაშვილი იჯდებოდა და არავინ იცის, ქვეყანაში რა მოხდებოდა." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.