logo_geo
eng_logo
ლონდონის მერი: არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ
- +

6 ივნისი. 2017. 12:34



ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მისასალმებელი არ არის, ვინაიდან ის ბრიტანეთის ღირებულებებს არ იზიარებს.


აშშ-ის პრეზიდენტსა და ლონდონის მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 4 ივნისს ლონდონში მომხდარ ტერაქტს მოჰყვა, როდესაც დონალდ ტრამპმა ტერაქტზე სადიქ ხანის რეაქცია გააკრიტიკა.


ლონდონის მერის განცხადებით, ტრამპი ბევრ რამეში ცდება და მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი მისასალმებელი არ არის.

 

არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ იმ სიტუაციაში, როდესაც მისი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ", - განაცხადა სადიქ ხანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner