logo_geo
eng_logo
ენტონი დელანოი: საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს
- +

6 ივნისი. 2017. 15:14


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დელანოიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამ მომენტისათვის პირველი ინდიკატორები აჩვენებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა, ეკონომიკა დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს.


სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობისა და არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს.


აღინიშნა, რომ ფონდის პროგრამა, რომელიც აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს ერთხმად დაამტკიცა, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ფონდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები თანამიმდევრულად, ყოველგვარი ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება, რაც სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner