logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის, რაც დღეს ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში ხდება, ნიშნავს საბოტაჟს!
- +

6 აპრილი. 2016. 21:36



უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში არსებული პრობლემით დაინტერესდეს:



„საქართველო - გეორგია, მიწათმოქმედთა ქვეყანა, სოფლის ცივილიზაციას ეფუძნება, როგორც სახელმწიფო და ელექტრონულ აუქციონებზესასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უსისტემო გაყიდვა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ურტყამს ზურგში ზურგში ლახვარს!

 

 ის რაც დღეს ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში ხდება, როდესაც სოფლის მოსახლეობა ერთადერთი საძოვრის  გარეშე დარჩა, იმის გამო, რომ ეს საძოვრები ფართით 37 ჰა, სახელმწიფომ გაუყიდა,- ნიშნავს საბოტაჟს, მავნებლობასა და დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ მრავალ მაგალითს შორის ერთ-ერთია, რაც სოფლის მიწის სავარგულების "უპრაგონო" გასხვისებას უკავშირდება ამ ბოლო ათწლეულის მანძილზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და რამაც არაერთი მწვავე კომფლიქტი გამოიწვია ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოფლის მაცხოვრებლებს შორის( დიცი, დიხაშხო და . .).

 

ერთი ხელით მთის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად "მთის კანონს" იღებდე და მეორე ხელით, თვითმართველობის დონეზე სოფელს ძირს უთხრიდე და საარსებო პირობებს უსპობდე ისედაც მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებს, ვფიქრობ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც უნდა იწვევდეს და თუ ამაში "ქართული ოცნების" ლიდერები არ გვეთანხმებიან, მაშინ პასუხი გაგვცენ, რა ხდება ყვარლის -ნის სოფელ კუჭატანში, სადაც ხალხი სიცოცხლის ფასად უკან დახევას არ აპირებს?!"- აღნიშნავს ლორთქიფანიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner