ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ განუცხადა, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დღეს იმსჯელა.
„სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ჩემი მეუღლისთვის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება", - აღნიშნა მუსტაფაევამ.