logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ახლა თავმდაბლობის დრო არ მაქვს და უნდა „გამოვტყდე“...
- +

6 ივნისი. 2017. 18:11



1979 წლიდან, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ (შემდეგ, რადიომაც) შემოიღო რუბრიკა „პოეზიის 5 წუთი", რომელმაც ფართო გამოხმაურება და მხარდაჭერა პოვა. ამ ნაბიჯს რეაქცია მოჰყვა მოსკოვშიც, ცენტრალურ ტელევიზიაშიც. მომთხოვეს ცნობის მიწოდება და... მასალა დაიბეჭდა უწყების ბიულეტენში, ტელერადოს საკავშირო ჟურნალში და... ბევრმა სტუდიამ, მათ შორის ცენტრალურმაც, ეს სიახლე დანერგა.


ახლა თავმდაბლობის დრო არ მაქვს და, უნდა „გამოვტყდე", რომ ამ იდეის (ისევე, როგორც „საკვირაო გამოფენის", „სამშობლოსათვის, ბიჭებო, სწორდით!", „ენა დედაა ერისა!", „ძეგლები!"...) ავტორი თავად გახლდით, ხოლო შემსრულებელი - ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა მთავარი რედაქცია (თუ არ ვცდები, უშუალო კურატორი თამაზ ტყემალაძე).


ახლა, დროდადრო ინტერნეტშიც წავაწყდები ამ სახელწოდებას და მსიამოვნებს, რომ უკვე, თითქმის ოთხი ათეული წელია, ცოცხლობს ეს იდეა...


რატომღაც მგონია, რომ ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ნაღდი „პოეზიის 5 წუთი". ჩვენ ბოლო წლებში გვყავდა განათლების მინისტრები (ლომაია, შაშკინი), რომლებსაც არ უსწავლიათ ქართულ სკოლაში და, აქედან გამომდინარე, ალბათ, არ აღზრდილან „დედაენაზე", მინისტრებად გვყავდნენ ბუღალტერი (შესანიშნავი ტანმოვარჯიშე), მენეჯერი (ცნობილი ზღაპართმცოდნე და შეუდარებელი „პიარშიკი"), რომელთა საჯარო გამოსვლები მეტყველებდნენ იმაზე, რომ მანდამაინც არ წყალობდნენ პოეზიას. თუ ვცდები, წინასწარ ვიხდი ბოდიშს. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემს ფბ-მეგობრებს შევთავაზო იდეა: შევქმნათ საგანგებო, გამიზნული „პოეზიის 5 წუთი", ანუ, ანთოლოგია სპეციალურად ბატონი ჯეჯესათვის. და დავარქვათ მას „ჯეჯეს პოეტური საზეპიროები"!!!!


საქმეს წაადგება და თანაც დავეხმარებით იმაში, რომ სკოლებს დაჟინებით და კომპეტენტურად მოსთხოვს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაუმჯობესებას, გადახედავს თავის დამოკიდებულებას „საზეპიროებისადმი" (მაგალითს აიღებს ექს-პრეზიდენტისგან, რომელმაც ზეპირად „იცის" რუსთაველი) და თავისი კომპეტენციის დემონსტრაციას მოახდენს ამ ლექსების მთლიანად თუ არა, სტრიქონების „ზეპირი" (!!!!) ცოდნით.


შემომიერთდით და კოლექტიურად შევქმნათ ბატონი ჯეჯეს პოეზიის ანთოლოგია.


აი, გახსენით ეს ლინკი და ... ესეც, პირველი ლექსი, დღესდღეობით უაღრესად აქტუალური, არა მარტო სკოლებისთვის, არამედ ჩვენი ყოველდღიურობისთვის. ისე, შეცვალეთ სიტყვა „რუსული" ინგლისურზე და... მიიღებთ იმავე პრობლემას:



და დამატებითი ინფორმაცია (გამოდგება).


http://artinfo.ge/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner