logo_geo
eng_logo
გლდანის ციხის ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილის განცხადებით, ფოტოგრაფებს ალექსანდრე მუხაძის დავალებით ემუქრებოდა
- +

6 ივნისი. 2017. 21:21



გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილის განცხადებით, 2011 წელს დაკავებულ ფოტოგრაფებს გლდანის ციხის მაშინდელი უფროსის, ალექსანდრე მუხაძის დავალებით ემუქრებოდა.


ყაჭეიშვილი საქალაქო სასამართლოში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის სტატუსით იკითხება.

 

გია აბდალაძეს შიმშილობის შეწყვეტა კატეგორიულად მოსთხოვა ალექსანდრე მუხაძემ. მე მითხრა დირექტორმა, შეხვდიო. შევხვდი და მოვთხოვე აბდალაძესრომ შეეწყვიტა შიმშილობა, შემდეგ კატეგორიულად მოვითხოვე ხმამაღალი საუბრით, რომ შეეწყვიტა. მერე დავემუქრე, რომ სხვა პატიმრებს ვცემდით, თუ არ შეწყვეტდა. ჩემმა მუქარამ შედეგი გამოიღო და მალე შეწყვიტა შიმშილობა აბდალაძემ", - განაცხადა ყაჭეიშვილმა.


მისი თქმით, კონტრდაზვერვის თანამშრომლები, მათ შორის დავით დევნოზაშვილი დაკავებულ ფოტოგრაფებთან საშვის გარეშე, ალექსანდრე მუხაძის გადაწყვეტილებით შედიოდნენ.


ყაჭეიშვილის ამ ჩვენებამ გააღიზიანა ბრალდებული დავით დევნოზაშვილი. კონტრდაზვერვის ყოფილმა წარმომადგენელმა, ბრალდებულმა  დევნოზაშვილმა მას მოუწოდა, რომ „სიმართლე ილაპარაკოს".

 

ადამიანს საერთოდ არ ვუნახივარ და როგორ ვხვდებოდი ან რა იცის, ვის ვხვდებოდი", - განაცხადა დავით დევნოზაშვილმა.


მისი თქმით, უკვე მერამდენე მოწმე მოიყვანა პროკურატურამ, რომელიც „მას უნამუსოდ ადებს ხელს".

 

ძალიან მძიმე ბრალდებებია ჩემს მიმართ და გამიგეთ, რომ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ",- მიმართა დევნოზაშვილმა მოსამართლეს შენიშვნის შემდეგ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner