logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ნახე, რა კატეგორიული და სასტიკია ჩვენი ელიკო, როგორ ამხელს „ნაცებს"!
- +

6 ივნისი. 2017. 22:41



„სამწუხაროდ, ქალბატონი ელიკო, იგივე ელისტრახო, რომელსაც ძალიან კარგად გამოჰქონდა ინფორმაცია „ნაცების" შტაბიდან და მიშა სააკაშვილის სამთავრობო სტრუქტურებიდან, ბევრისთვის უკვე გადაიქცა მარგინალ მონსტრად", - ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა „რეპორტიორითან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზედელაშვილმა, „ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ მიწოდებული ერთ-ერთი ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომელშიც ნათლად ჩანს 2011-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალებს" როგორ ებრძოდა.


„დაუსაბუთებელი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მოდი, „ნაცებისა" და სხვა დაინტერესებული პირების საყურადღებოდ მოვიტან კილაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციების ერთ ფრაგმენტს. ყველა დაინახავს, თუ რა გააფთრებით ებრძოდა 2011-2012 წლებში სააკაშვილს და მის ხროვას:

 

„გელა, დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება სახელმწიფო დაწესებულებებში... სხვათა შორის, „ქართული ოცნების" ლიდერები რომ ამბობენ, ჩვენს წარმომადგენლებს მივავლენთო, ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში. გარდა იმისა, რომ თბილისის შემოგარენში კოცონები გიზგიზებს, მიტანილი აქვთ ქაღალდის საჭრელი მანქანები და ღამითაც კი მუშაობენ, პირწმინდად ანადგურებენ დოკუმენტაციას, პირწმინდად შლიან თავიანთ დანაშაულებრივ კვალს. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე: მე შემიძლია, დაბეჯითებით გითხრა, რომ ზურაბ ადეიშვილი ქვეყანაში აღარ იმყოფება, მან ხუთშაბათ ღამეს შეკრიბა თავისი პროკურორები და გამოუცხადა, მე ავსტრიაში მყავს მეგობარი, რომელიც მომაქცევს ყურადღებას, დროებით მაინც უნდა გავეცალო აქაურობასო. მურთაზ ზოდელავას, რომელიც მძიმე ავადმყოფია, ალბათ თვალებზე ატყობ, ადეიშვილისთვის უკითხავს, ჩვენ რა უნდა ვქნათო? პასუხი: თქვენ ყველამ მიხედეთ თქვენს საქმეს! ამას მოჰყვა საშინელი აგრესია, ეს ადამიანები იყვნენ სისტემის მონები და ადეიშვილის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები... ამიტომ ახლა თითოეული მათგანი არის გამოუვალ მდგომარეობაში. ბოლო-ბოლო, მართლა ყველას არ აქვს საშუალება, უცხოეთში გაიქცეს და ვილა იყიდოს. საქართველო ასევე დატოვა ძალოვანი უწყებების ერთ-ერთმა რუხმა კარდინალმა, გია დგებუაძემ, მეტსახელად "მასტერამ". ის გავიდა ოჯახით. ჯერ კიდევ არჩევნებამდე სამჯერ ჩავიდა გერმანიაში, მან არა მხოლოდ თავისი ქონება დააბინავა, არამედ კომპრომატების დიდი ნაწილიც, რომელსაც ესენი ერთმანეთის შესახებ აგროვებდნენ. "მასტერას" გერმანიაში აქვს საკუთარი სახლი და ამჟამად სწორედ იქ იმყოფება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქვეყნიდან გასვლა მოასწრო ცნობილმა ჯალათმა, ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელმა, მეგის ქარდავამ. ის ჯერ გაფრინდა თურქეთში, ხოლო იქიდან ჩავიდა ბრიუსელში. მე ეჭვი მაქვს, რომ ქარდავა გამოჩნდება ლადო ბედუკაძის სიახლოვეს, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებას მართლა ნიღაბი ჩამოხსნა. ასევე ქვეყანა დატოვა ალექსანდრე მუხაძემ, გლდანის საპყრობილის ყოფილმა უფროსმა, მეტსახელად "ქილერამ", რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა პოლკოვნიკ თეთრაძის გაუპატიურებასა და მკვლელობაში. მე პირადად არა ვარ რევანშის მომხრე, მაგრამ ამნაირი ჯალათების ადგილი არის გლდანის ციხეში და არა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში".

 

ნახე, რა კატეგორიული და სასტიკია ჩვენი ელიკო, როგორ ამხელს „ნაცებს", როგორ ამტკიცებს, რომ მათი, ანუ ჯალათების ადგილი არის გლდანის ციხეში და არა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. ნახე, როგორ ყვება მტკიცებულებითი ფორმით, რომ მუხაძე უშუალოდ მონაწილეობდა პოლკოვნიკ თეთრაძის გაუპატიურებასა და მკვლელობაში...  ნახე, რაც მთავარია, თურმე ქვეყნიდან გასვლა მოასწრო ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელმა, ჯალათმა მეგის ქარდავამ, შეიძლება ის გამოჩნდეს ბრიუსელში, ლადო ბედუკაძის სიახლოვეს... ეს თურმე ის ლადოა, რომელმაც ნიღაბი ჩამოხსნა სააკაშვილის ხელისუფლებას. ჰოდა, ეხლა ამოცანა გვეკითხება: რა მოხდა 2013 წლიდან ქალბატონ ელისტრახოს ცხოვრებაში, რატომ „გაუნათდა" უცებ ცნობიერება და რატომ გადაატრიალა „პლასტინკა"? აქვე ჩნდება ქვეკითხვები - რანაირად ხდება, რომ გუშინდელი ჯალათები დღეს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები არიან, რომლებსაც ელიკო კილაძე კბილებით იცავს? რანაირად ხდება, რომ მაშინ ლადო ბედუკაძე გმირი იყო, სააკაშვილის რეჟიმს ნიღაბი ჩამოხსნა, შემდეგ კი მოღალატე გახდა. მეტიც, თურმე ციხის კადრები დადგმული ყოფილა", - განაცხადა ზედელაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner