logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბედუკაძე გელა ხვედელიძესავით ვერ წველა ბოლომდე!
- +

6 ივნისი. 2017. 22:57


 

„პირველი კი, ვინც დაეტაკა, ლადო ბედუკაძე იყო, რომელიც სკაიპით გაიცნო და აღარ მისცა მოსვენება, სანამ პრივატიზება არ გაუკეთა. იმ პერიოდში, როცა ლადო ბრიუსელში იმალებოდა, მე ხშირი კონტაქტი მქონდა, ინტერვიუებს ვწერდი და რჩევებსაც ვაძლევდი. ერთხელაც მეკითხება, ეს ელისო კილაძე ვინაა, რა უნდა, გადამეკიდა და სანდოაო? აი, აქ დავუშვი შეცდომა და ვუთხარი, სანდოა-მეთქი. მაშინ ისეთს აწვებოდა ქალბატონი ელიკო, მართლა სანდოდ მეჩვენებოდა. ჰოდა, რაც მაგან ბედუკაძეს გაუკეთა, როგორ გამოწურა, რა სიბინძურეებს წერდა ჩემზე, ეს უკვე სხვა თემაა..." - ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა „რეპორტიორთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


„სანამ ბედუკაძე ბრიუსელში იყო, აქ ირმა ინაშვილსა და ელისო კილაძეს დიდი ომი ჰქონდათ. ირმამ პირდაპირ ამხილა, რომ ის იყო უშიშროების აგენტი ზედმეტსახელით - „ნუკრი". მე არ ვიცი, რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს ინფორმაცია, მაგრამ ირმა პრესაში ბეჭდავდა წერილების სერიას, კონკრეტულად იმ გაზეთში, სადაც მე ვმუშაობდი. ელიკო აწვდიდა ბედუკაძეს ცნობებს, თუ როგორ მოვიდა ჩემთან ირმა ინაშვილი, როგორ მოვილაპარაკეთ და როგორ ვიღებდი სარეკლამო თანხიდან პროცენტს. აქ ყველაფერი კანონიერადაა. საერთოდ, თუ შენი ხელიდან გადის სარეკლამო სტატია, წაკითხვაში, საერთო მომზადებაში, გასწორებაში გეკუთვნის პროცენტული  ჰონორარი. დაუკვირდი, ელისოს იმდენად ჰყავდა მობილიზებული თავისი აგენტურა, რა ხდებოდა ბუღალტერიაში, ისიც კი იცოდა. ჰოდა, აცნობა კიდეც ბედუკაძეს ბრიუსელში, თუ როგორ უღალატა დამპალმა გელა ზედელაშვილმა მას, როგორ შეეკრა ირმა ინაშვილს და ასე შემდეგ. ჯერ ერთი, ბედუკაძესთან არც ხელშეკრულება მქონია გაფორმებული, ის არც ჩემი დეიდაშვილია, არც მამიდაშვილი, არც ბიძაშვილი. იმ პერიოდში მქონდა ურთიერთობა სკაიპით, ვუთანაგრძნობდი და რაღაც-რაღაცეებში ვეხმარებოდი. როცა სტატიებს ვამზადებდი, ირმასაც ველაპარაკებოდი, პეტრესაც, პავლესაც და ბედუკაძესაც. სხვაც რომ არაფერი, გაზეთში სარეკლამო სტატიების დაბეჭდვას სულაც არ სჭირდება ზედელაშვილის „დაბრო", - ვისაც უნდა, მივა და მშვენივრად დაბეჭდავს. მახსოვს, ერთხელ ინაშვილთან მივედი „ობიექტივის" ოფისში, სულ სხვა საქმეზე - მთხოვა, გადაცემა წაიყვანეო და რაღაც უნდა დამეზუსტებინა. ოფისიდან გამოვედი თუ არა, ეგრევე მირეკავს კილაძე პრეტენზიული ტონით: ინაშვილთან რა გინდოდაო?! გულში ვფიქრობ, შე ჩემის გადანგრეულო, ცოლი არ მეკითხება, სად დავდივარ, ირმასთან თუ მაროსთან, შენ რას მამოწმებ-მეთქი?! ესე იგი, „ობიექტივშიც" ჰყავდა აგენტი, რომელმაც ეგრევე გადაურეკა, „ობიექტი" მოვიდაო.  თავი შევიკავე, მაშინ სიტუაცია აღარ გავართულე და ასე ყველამ რომ არ გავართულეთ, ამიტომაც აუვარდა თავში, ახლა მზეს ეუბნება, შენ ჩამოდი, მე უნდა გავათბო დედამიწაო!

 

არც ისე მალე მიხვდა, მაგრამ გელა ხვედელიძესავით ვერ წველა ბოლომდე. ბედუკაძემ შემდგომში მთლიანად გადმომიგზავნა მათი მიმოწერა, სადაც ელიკო სხვადასხვა ბრუნვაში მახსენებს, მაგრამ რაში მჭირდებოდა? ლადო ბედუკაძე რომ ჩამოვიდა, ელიკო აეროპორტში დახვდა, წაიყვანა, ლამის თავის ოფისში დააბა და რას ხლართავდა, კაცმა არ იცის. მე ეს ადამიანი დღემდე არ მინახავს, უბრალოდ სურვილი აღარ გამჩენია, შევხვედროდი და ხელი ჩამომერთმია. მე ირმა ინაშვილისა მიკვირს, მაგრად რომ ჩაეხუტა თავის მტერს და ახლაც „ობიექტივში" უზის. არა, გასაგებია, მტერი ახლოს უნდა გყავდეს დაბმული, რათა აკონტროლო, მაგრამ ეს ფორმულა კილაძეზე არ ვრცელდება, რამდენადაც ახლოს დაიბამ, იმდენად მეტად დაზარალდები, - ის ხომ ყველაფერს იწერს?!" - განაცხადა ზედელაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner