საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "არჩევანში" განაცხადა, rom აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე 100-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა და კამერებიდან 30-ზე მეტი ჩანაწერია ამოღებულ.
„სასამართლო განჩინებებით ამოღებულია 30-ზე მეტი ვიდეო კამერის ჩანაწერი. მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით. 100-ზე მეტი ადამიანი არის დაკითხული და ეს პროცესი მიმდინარეობს.
ასევე, საქართველომ მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს დაკითხვის ოქმიც რომ დაერთოს საქმეს" ,- განაცხადა თალაკვაძემ.