ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც 6 ივნისს პარიზში, ღვთისმშობლის ტაძართან პოლიციელს თავს დაესხა, 40 წლის, ალჟირელი სტუდენტია, რომელიც ვალ-დუაზის პროვინციაში ცხოვრობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერარ კოლონის განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმის დროს დამნაშავე ყვიროდა „ეს სირიისთვის". მინისტრის განცხადებით, მამაკაცი მარტო მოქმედებდა.
მინისტრმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელს თან ჰქონდა სამზარეულოს ორი დანა და პირადობის დამადასტრურებელი მოწმობა, რითიც დასტურდება, რომ ის ალჟირელია.