ცხინვალის გავლით ტვირთების ტრანზიტზე ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას მოსკოვი მხარს უჭერს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„მივესალმებით ამ კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან პოზიციას, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ამიერკავკასიაში სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციების სისტემის განვითარების რეალურ პერსპექტივას ხსნის. მოვუწოდებთ თბილისსაც, გამოაჩინოს მსგავსი კონსტრუქციული განწყობა.
მისი პრაქტიკული რეალიზაციის უსწრაფესი დაწყება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. სამწუხაროდ, ქართული მხარე დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დადასტურებისგან. იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა შეიცვლება", - აღნიშნულია განცხადებაში.