logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: 7 ნოემბერს, ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე - პერფორმანსის სახით მაინც?!
- +

7 ივნისი. 2017. 02:38



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას და მისი სტუმრების მიერ სოლიდარობის ნიშნად თავზე ჩამოცმულ შავ ტომრებს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:


„26 მაისს - რატომ არ გააკეთეთ, მოწამლვის იმიტაცია - პერფორმანსი?!  7 ნოემბერს-ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე - პერფორმანსის სახით მაინც?! სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძესავით, რატომ არ დაირტყი სტუდიაში, დაბალი ძაბვა, მაინც-პერფორმანსის სახით?!

 

შერჩევითი „ჭურნალისტიკა" არ გაიშვა, ხელისუფლებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა და არა ყალბი პათოსით გაჟღერებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნაცურ-მომაბეზრებელი, იაფ ფასიანი ტაკიმასხარაობა...

 

გულ დასაწყვეტია, თუ ვინმე თქვენზე სწორებას აკეთებს, როგორც ჟურნალისტებზე. თქვენნაირებზე, მაო ამბობდა: „როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე-მაიმუნი ხდება" , - წერს ოთარ ჩრდილელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner