ავტორი გიორგი მამაცაშვილი
„ელისტრახოს რამსები აქვს არეული. როცა ეგ დაწერა, ჯაბა ხუბუამ დამირეკა და ბევრი ვიცინეთ, არ გამოუვიდა „ჩორტის" ჩაგდება. ჯერ ერთი - მე არასოდეს ჩამიწერია ჯაბა ხუბუა, არც ღიად და არც ფარულად! არც ეგ ვიცი, რატომ უნდა მომეთხოვა რომელიმე „გრეჩიხასთვის" 40 ათასი ლარი? ან ლარი რა „პონტია", რატომ არ მოვითხოვე დოლარი? გამოვიდეს ლევან გაჩეჩილაძე და თქვას, 40 თეთრი მაინც თუ მომითხოვია მისგან, ან საერთოდ თუ მქონია საუბარი? ერთხელ შევხვდი, ერთხელ ჩავწერე ინტერვიუ, ფაქტობრივად არც კი ვიცნობ", - ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა „რეპორტიორთან" მიცემულ ინტერვიუშ ისაუბრა.
„მახსოვს, დარეჯან მეფარიშვილს და ჯაბა ხუბუას ჰქონდათ რაღაცაზე დავა, ეს ის პერიოდია, „ასავალ-დასავალთან" და ლაშა ნადარეიშვილთან რომ დამაპირისპირეს. მაშინ ვინ რას წერდა, ვინ რას ლაპარაკობდა, ძალიან ძნელი გასარკვევი იყო. შენც „ასავალ-დასავალში" მუშაობდი და იცი, რაც ხდებოდა. სიმართლე გითხრა, აღარც კი მახსოვს, რა მიზეზით დაიწყო ის უაზრო დაპირისპირება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენ გამოგვიყენეს! ამ თემაზე ერთსაც ვიტყვი და დავამთავრებ: ლაშა ნადარეიშვილისთვის გაზეთის ფურცლებზე შეურაცხყოფა მაქვს მიყენებული. ახლა არ მახსოვს, ვერც მოვძებნე, სად რა მქონდა დაწერილი... თუმცა, არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ იმ პერიოდში ერთმანეთს ბევრი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ამას გულწრფელად ვნანობ... ვსარგებლობ შემთხვევით და დღეს „რეპორტიორის" საშუალებით ლაშა ნადარეიშვილს ბოდიშს ვუხდი! მე ბოდიშს ვუხდი ასევე ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, რომელთანაც მოხდა ანალოგიური გაუგებრობა. არადა, ეს კაცი ძალიან მიყვარდა მანამდეც და ძალიან მიყვარს მას შემდეგაც! ჩვენ შევრიგდით, მაგრამ გულში მაინც მაქვს ხინჯად, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. გიორგი, იცი, ეს ყველაფერი რატომ გავიხსენე? ამას წინებზე ელიკომ „წამოაწვინა", ზედელაშვილს რომ ჩანაწერი მოვასმენინო, მაგაზე მამაცაშვილი და ფოფხაძე რეებს ამბობენ, გადაირევა, კონკრეტულად მამაცაშვილის დაცვის სურვილი აღარ გაუჩნდებაო. მაგ თემაზეც არაერთხელ გვისაუბრია და გვიცინია მე და შენც... მე აღარ მაინტერესებს, რა იყო წლების წინ, უაზრო დაპირისპირების დროს ერთმანეთს რომ არ დავლოცავდით, ეგ ცხადია, მაგრამ ამით რას ამტკიცებს კილაძე, ჩემს გარშემო ყველას ვწერდი და ე.წ. კომპრომატებს ვაგროვებდიო, ხომ? რატომ გწერდათ ფარულად ეს ადამიანი, რა მიზნები ამოძრავებდა, განა შეიძლება, ვინმემ მის გვერდით გაიაროს? ჩემთვის რომელი უფრო საშიშია, - ის, ვინც დაუფარავად მლანძღავს, მაკრიტიკებს, თუ ის, ვინც ამ ლანძღვას ფარულად იწერს და მერე მასმენინებს? ვფიქრობ, ყველაზე ამაზრზენია ის, ვინც იწერს და მასმენინებს! მეც მაქვს შენთვის მობოდიშებული რაღაც გაუგებრობის გამო და რა ვქნათ, ახლა ისევ უნდა დავერიოთ ერთმანეთს?! ნორმალურ ადამიანს ბოდიშის მოხდა არ უნდა უჭირდეს, უშეცდომო არავინაა..." - აღნიშნა გელა ზედელაშვილმა.