ავტორი თეონა რამაზაშვილი
გავრცელებული ინფორმაციით 10 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება „ა სტუდიოს" სოლო კონცერტი.
„რეპორტიორი" დაუკავშირდა „ა სტუდიოს" ოფიციალურ წარმომადგენელს, ქალბატონ ნატო დუმბაძეს, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
მაშ ასე, „ა სტუდიოს" და ქეთა თოფურიას მსმენელო და გულშემატკივრებო, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 10 მაისს დაუვიწყარი საღამო გელით.