2017 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის ორი წინადადება შევიდა, რომელზეც პროკურატურის მითითებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში დაიწყო გამოძიება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე ე.თ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნ.ქ.-ს და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მითითებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.