ირანის პარლამენტის შენობაში მომხდარი სროლის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე, ორი ადამიანია დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, ირანის პარლამენტში სამი თავდამსხმელი მოქმედებდა. სროლა პარლამენტის შენობის დერეფანში მოხდა.