logo_geo
eng_logo
ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში
- +

7 ივნისი. 2017. 13:56


3 ივნისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მსოფლიოში ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია გაიმართა. საიუბილეო გამოცემა შოთა რუსთაველის 850 წლისთავს მიეძღვნა.


წიგნის ყველა ეგზემპლარი შეკერილია ხელით, წარმოადგენს საკოლექციო გამოცემას და ყველაზე პატარა ზომის „ვეფხისტყაოსანს" მსოფლიოში (3.5X3.7სმ.) 
გამოყენებულია XVII საუკუნის კალიგრაფისტის, მამუკა თავაქარაშვილის და უცნობი მხატვრის მინიატურები „ვეფხისტყაოსანის" „წერეთლისეული" ნუსხიდან, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ტექსტი აღებულია 1937 წლის რედაქციიდან.



წიგნი დაბეჭდილია ტილოს ქაღალდზე, ყდა - ნატურალური ტყავი, რომელსაც აკრავს თითბერის გრავირებული ფირფიტები. 


გამოცემა დანომრილია, თან ახლავს მაიდენტიფიცირებელი სერტიფიკატი, ლუპა და სასაჩუქრე ყუთი. გამომცემლობა „მინიატურაში" ასევე არის დაბეჭდილი მინიატურული ქართული ანბანი, რომელიც ადამიანის სტანდარტულ ფრჩხილზე 15 ცალი ეტევა.


გამომცემლობა „მინიატურის" წარმომადგენელი, ქეთი ლაზარაშვილი გამოთქვამს სურვილს , რომ ახლო მომავალში მეფეთუბანში, ადგილზე, სადაც ვახტანგ VI-ეს სტამბა იყო, გააკეთოს სწორედ მისი სტამბის იმიტაცია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner