ირანის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია.
პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, ასევე იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.