logo_geo
eng_logo
ირანის პარლამენტზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
- +

7 ივნისი. 2017. 14:05


ირანის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა.


გავრცელებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია.


პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, ასევე იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.


გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner