logo_geo
eng_logo
ირანში ჰომეინის მავზოლეულზე თავდასხმის მონაწილემ თავი აიფეთქა
- +

7 ივნისი. 2017. 14:21


ირანის პარლამენტზე და იმამ ჰომეინის მავზოლეულზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე ირანის პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.


ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა. კიდევ ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.


დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.


პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად მოხდა თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე, რომელიც თეირანის სამხრეთით  40 კმ-ში  მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მავზოლეულში შეიჭრა და „კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, ტყვია-წამლის გათავების შემდეგ კი ავტომატი გადააგდო და თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner