თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განახორციელეს.
პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა.
პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.