საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია რუსული „ორენბურგის" თავკაცი გახდა.
„ორენბურგის" ღირსებას ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჟანიძე იცავს.
გასულ სეზონში გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა, გადათამაშებაში მოუწია ასპარეზობა, სადაც „ხაბაროვსკთან" დამარცხდა და მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებს.
კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტს სწორედ პრემიერლიგაში დაბრუნება დაუსახა მიზნად.