საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მოლოდინიც იყო, რომ არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა.
„ეს ნამდვილად ისეთი თემაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. როგორც ვიცი, პრეზიდენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას მთავრობასთან კონსულტაციით. აღვნიშნავდი, რომ ეს ჯდება იმ ჩარჩოში, რაც იყო ჩვენი მოლოდინი. ჩვენ ოქტომბერში ველოდით არჩევნებს", - განაცხადა იან კელიმ.