საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ყარაბაღიდან მიღებული ახალი ამბები იმედისმომცემია.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ჩანს, რომ ამ შეთანხმებას იცავენ კიდევაც. მოლაპარაკებები ამ თემაზე კვლავ განახლდა. გუშინ ვენაში ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და საფრანგეთის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით შეხვედრა შედგა. ასევე იგეგმება ამ თანათავმჯდომარეების სტუმრობა ბაქოში, ერევანში და ასევე მთიან ყარაბაღში", - განაცხადა იან კელიმ.