საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.
სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.