ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ახალ მოადგილედ ნიკოლოზ გაგუა დაინიშნა. შესაბამის ბრაძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.
ნიკოლოზ გაგუა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ფინანსთა სამინისტროში ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ამ დროისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს ხუთი მოადგილე ჰყავს, ესენია - დავით ხუციშვილი, ქეთევან ბოჭორიშვილი, ირმა ქავთარაძე, გენადი არველაძე და ნიკოლოზ გაგუა.