logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ეროვნული უშიშროების საბჭოს შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემა
- +

7 ივნისი. 2017. 21:01



„დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით უშიშროების საბჭოს აქვს მხოლოდ შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდის უფლება" , - ამის შესახებ „tvპირველის" ეთერში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. სესიაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს დღეს მხოლოდ პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემის უფლება აქვს.


„ეროვნული უშიშროების საბჭოს შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემა, ესაა რეალობა, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით უშიშროების საბჭოს აქვს მხოლოდ შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდის უფლება, რაც წლების მანძილზე ქვეყანაში არ გადახედილა, აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ ამ საბჭოს არსებობის აუცილებლობას" , -განააცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner