logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი მხარეებს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივი სცენ
- +

6 აპრილი. 2016. 11:22


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივი სცენ.


„მოვუწოდებ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გამოიჩინონ თავშეკავება და ვითარების მორიგი ესკალაციის პრევენცია მოახდინონ. NATO მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მცდელობებს. მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და იპოვონ გამოსავალი თანათავმჯდომარეების დახმარებით. კონფლიქტიდან სამხედრო გამოსავალი არ არსებობს", - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner