საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცი, ამ ჭორის პერიოდულად გავრცელება ვის ინტერესშია ან ჩათვალოთ, რომ არ ვიცი, მაგრამ მორიგი დეზინფორმაციის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ გავნვმარტავ: შს მინისტრი თავის პოსტზე მუშაობას აგრძელებს! ჩემი თხოვნაა, ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანებს, ვისაც სასურველი შესაძლებლად ეჩვენებათ ან ამას მიზანმიმართულად აკეთებენ..." - წერს პერტაია.