„უმრავლესობა მის კანდიდატურას მხარს ვუჭერთ. ის არის ჩვენი გუნდის ძირძველი ლიდერი" , - ამ სიტყვებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" თბილისის მერობისთვის კახა კალაძის კანდიდატურას აფასებს. ლილუაშვილის განცხადებით, კალაძე არის სამინისტროს წარმატებული ფიგურა.
„უმრავლესობა მის კანდიდატურას მხარს ვუჭერთ. ის არის ჩვენი გუნდის ძირძველი ლიდერი. იმ პოლიტიკურ პერიოდში, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ პირადად კახის და მის ოჯახს არ უჭირდა, ჩამოვიდა და დადგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. ის არის, ერთერთი საუკეთესო მინისტრი მინისტრთა კაბინეტში. მიუხედავად ის, რომ არ იყო ჩართული ენერგეტიკის სფეროში, ის არის ამ სამინისტროს წარმატებული ფიგურა. უმრავლესობა შეთანხმდა კანდიდატზე, თუმცა, ამ საკითხის განხილვა იქნება პოლიტსაბჭოს ფორმატში და შემდეგ იქნება ოფიციალურად შეთავაზებული მისი კანდიდატურა. თბილისს ეყოლება საუკეთესო მერი, პროფესიონალი და გემოვნებიანი კაცი, კახი კალაძის სახით", - განაცხადა ლილუაშვილმა.