logo_geo
eng_logo
მიწისძვრის შედეგად სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა
- +

8 ივნისი. 2017. 03:15



კახეთში მომხდარი მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.


ძლიერი ბიძგების შედეგად ვარსიმაშვილების სახლს ბზარი გაუჩნდა. ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა.


ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, მიწისძვრას რეგიონში სხვა შენობები არ დაუზიანებია. არ არიან არც დაშავებულები.


საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.


დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner