logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: კახა კალაძე არის პოლიტიკური ლიდერი - ის მოსახლეობას გმირად მიაჩნია!
- +

8 ივნისი. 2017. 04:01



„რას წარმოადგენს თბილისის მერი და რა ტანამდებობაა... თბილისი არის ნახევარი საქართველ. ეს არის ძალიან დიდი ადმინისტრაციული ოლქი. გუშინ ნიკო ლეკიშვილი ამბობდა, რომ ვიყავი პრემიერ-მინისტრიც და თბილისის მერიც, ვფიქრობ, რომ თბილისის მერობაზე რთული თანამდებობა არ არსებობსო, თუმცა ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაო", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა „tvპირველის" ეთერში თვითმმართველობის არჩევნებს.  ბიგვავამ „ქართული ოცნების" ,მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან დაკავშირებითაც ისუაბრა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოს მოსახლეობისთვის „გმირია" და ძლიერი პოლიტიკური ლიდერი.


„ლაპარაკი, იმის შესახებ, რომ კახა კალაძე იყო მინისტრი და ახლა შეიძლება გახდეს თბილისის მერი რაც მისთვის არის დაქვეითება, ეს მხოლოდ პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა შეიძლება თქვას. თბილისის მერი იქნება ადამიანი, რომელიც ერთდროულად უნდა იყოს პოლიტიკოსიც და მენეჯმენტშიც სერიოზული გამოცდილება ჰქონდეს. მის მიმართ უნდა იყოს ნდობა მოქალაქეებში.

 

კახა კალაძესთან დაკავშირებით მმართველმა გუნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. კალაძე არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ხელჩართულ ომშიც, სერიოზულ დაპირისპირებებშიც იღებდა მონაწილეობას და მოსახლეობას კალაძე მიაჩნია გმირად. ის არის პოლიტიკური ლიდერი", - აღნიშნა ბიგვავამ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner