ნადეჟდა სავჩენკომ ისევ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. პროტესტის უკიდურეს ფორმას უკრაინელმა პილოტმა განაჩენის ძალაში შესვლისთანავე მიმართა. სავჩენკოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გააჟღერა.
მშრალი შიმშილობის დაწყებით ნადია სავჩენკო ჯერ კიდევ სასამართლო პროცესზე დაიმუქრა, როდესაც მოსამართელმ მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი რუსეთის სასამართლომ 10 დღის წინ გამოაცხადა.
სავჩენკოს 10-დღიანი ვადა ჰქონდა განაჩენის გასაჩივრებისთვის, თუმცა ეს უფლება მან არ გამოიყენა.