კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. როგორც უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება, უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.
„8 ივნისს, 00:05 საათზე, კიევის პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ინფორმაცია კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ოპერატიული ჯგუფი", - ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.